პროფესიული ინგლისური

inglisuri enis kursi

ვის სჭირდება ეს კურსი?


დღეს მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 25% ინგლისურ ენაზე ლაპარაკობს.

ინგლისური ენა აქტუალურია არა მხოლოდ ყოველდღური ურთიერთობაში, არამედ პროფესიონალურ წრეებში მთელი მსოფლიოს მსაშტაბით.

თუკი თქვენ ინგლისურ ენას სწავლობთ იმ მიზნით, რომ კარიერულ წინსვლა გქონდეთ, ამ შემთხვევაში თქვენ პროფესიული ინგლისური ენის კურსი უნდა გაიაროთ.

ინგლისური ენის სასწავლო კურსები ზოგადად შეიძლება, 3 კატეგორიად დავყოთ:

ზოგადი ინგლისური (General English)

ბიზნეს ინგლისური (Business English)

პროფესიული ინგლისური (English for Specific Purposes – ESP)

რა არის English for Specific Purposes?


ESP – ეს არის ინგლისური ენა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისთვის. მაგალითად: ინგლისური იურისტებისთვის, ინგლისური ბუღალტრებისთვის, ინგლისური ფარმაცევტებისთვის, ინგლისური აიტი სპეციალისტებისთვის და ბევრი სხვა პროფესიისთვის.

ვის სჭირდება პროფესიული ინგლისური?


დღეს  ჩვენთან შეგიძლიათ გაიაროთ ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსები  სხვადასხვა პროფესიისთვის.

პროფესიული ინგლისური სჭირდებათ:

  • სტუდენტებს, რომლებიც გეგმავენ მუშაობას ან სამუშაო პრაქტიკის გავლას უცხოეთში;
  • სპეციალისტებს, რომლებიც უცხოური კომპანიების თანამშრომლები ხდებიან;
  • სპეციალისტებს, რომელთა სამუშაო უცხოელ კლიენტებთან ან პარტნიორებთან კომუნიკაციას მოითხოვს.


მომცემულ მომენტში უცხოეთში სასწავლად ან სამუშაოდ გამგზავრებას რომც არ აპირებდეთ, პროფესიული ინგლისურის სწავლის დაწყება ყველა შემთხვევაში სარგებელს მოგიტანთ. ასე, მაგალიათად: 

* თქვენთვის უფრო მეტ ვაკანსია იქნება ხელმისაწვდომი. ბევრი მსხვილი კომპანია სამუშაოს მაძიებლებისგან ინგლისური ენის ცოდნას ითხოვს, მით უფრო, თუკი კომპანიის საქმიანობა უცხოელ კლიენტებთან და კოლეგებთან ურთიერთობას უკავშირდება. საქმიანი ინგლისური ენის ცოდნა თქვენ წინ ფართოდ გახსნის კარს კარიერული წინსვლისთვის და გამორჩეული იქნებით ვაკანსიის პრეტენდენტებს შორის;

* საქმიანი ინგლისური ენის ცოდნა ბევრ ქვეყანაში გამოგადგებათ, რადგან პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოსახლეობის დიდმა  ნაწილმა, სულ ცოტა, მინიმალური ინგლისური მაინც იცის;

* გაგიმარტივდებათ სამსახურში დაწინაურება. კომპანიების მენეჯერებს, დირექტორებს და სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მყოფ პირებს ინგლისური ენის ცოდნა მოეთხოვებათ;

* გაგიჩნდებათ უცხოეთში მუშაობის რეალური შანსი. თუკი ინგლისურენოვან ქვეყანაში სამუშაოს მოძებნას გეგმავთ, საქმიანი ინგლისურის ცოდნა  მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ ამ ამოცანის შესრულებას.

რა განსხვავებაა სალაპარაკო ინგლისურსა და პროფესიულ ინგლისურს შორის?


ნუ დაგწყდებათ გული იმის გამო, რომ ბევრი დრო დაუთმეთ „ჩვეულებრივი“ ინგლისურის შესწავლას: პროფესიული ინგლისური ენის დასაუფლებლად თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ კითხვის, წერისა და საუბრის საბაზისო ცოდნა.

– ყოველდღიური და პროფესიული ინგლისური ერთმანეთისგან განსხვავდება ლექსიკით – თავისთავად ცხადია, რომ ყოველდღიურ ინგლისურში არ გამოიყენება პროფესიული ლექსიკური ერთეულები და ასევე, განსახილველი თემატიკით.  პროფესიული ინგლისურის სწავლებისას ჩვენი მთავარი მიზანია, თქვენ მარტივად დაამყაროთ ურთიერთობა კოლეგებთან, კლიენტებთან, ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან – ანუ ნებისმიერ იმ ადმიანთან, ვინც თქვენს სამუშაოსთან არის დაკავშირებული;

– საქმიანი ინგლისურის ცოდნა საშუალებას მოგცემთ, განახორციელოთ საქმიანი ზარები, წეროთ ანგარიშები, თავისუფლად გამოთქვათ საკუთარი პოზიცია შეხვედრების დროს და თავი იგრძნოთ გუნდის სრულყოფილ წევრად.

– ამ კურსის დამთავრების შემდგომ თავისუფლად ისაუბრებთ იმ თემებზე, რომლებიც თქვენს საქმიან სფეროს და თქვენი კომპანიის პროფესიულ ინტერესებს ეხება. მაგალითდ, თუკი იურიდიულ სფეროში მუშაობთ, თქვენ უნდა შეგეძლოთ მართლმსაჯულების სისტემის შესახებ ინგლისურ ენაზე საუბარი.

პროფესიული ინგლისურის კურსის თავისებურებები


ზოგადი ინგლისურის კურსისგან განსხვავებით, პროფესიული ინგლისურის სასწავლო პროგრამა გულისხმობს, რომ თქვენ ინგლისური ენის სწავლას არ იწყებთ ნულიდან. უმეტესი ყურადღება გამახვილდება  დარგობრივ ლექსიკას და ტერმინოლოგიაზე. პროფესიული ინგლისურის სწავლების მეთოდიკა გამორჩეულია იმით, რომ გაკვეთილებზე განიხილება ტიპური სიტუაციები და წვრილმანი პრობლემები, რაც კი შეიძლება სამუშაო პროცესს ახლდეს. სტუდენტები სწავლობენ ასეთი სიტუაციების მართვას და პრობლემების მოგვარებას ინგლისურ ენაზე.

 რა ცოდნას შეიძენთ პროფესიული ინგლისური ენის კურსის გავლის შემდეგ?

  • თავისუფლად ისაუბრებთ ინგლისურ ენაზე კოლეგებთან, პარტნიორებთან, კლიენტებთან;
  • წაიკითხავთ პროფესიონალურ ლიტერატურას და უყურებთ თემატურ ახალ ამბებს;
  • დამოუკიდებლად შეძლებთ დოკუმენტებთან მუშაობას, თუკი ამას მოითხოვს თქვენი თანამდებობა;

საქმიანი ინგლისური ენის სასწავლო კურსი ძირითადი შემადგენელია:

  • მეტყველებაში გაძლიერებული პრაქტიკა პედაგოგთან,  ვარჯიში ინგლისური გამოთქმის გაუმჯობესებისთვის;
  • დარგობრივი ლექსიკისა და ტერმინოლოგიის ათვისება, თქვენი საქმისთვის აუცილებელი სიტყვებისა და ფრაზების შესწავლა;
  • გრამატიკის გამეორება და ცოდნის გამყარება.

3 მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიოთ liveteacher-ის პროფესიული ინგლისური ენის ონლაინ კურსები:

მოქნილი გრაფიკი – მეცადინეობისთვის თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენს განრიგზე მორგებული დრო;

პედაგოგი თქვენი პროფესიული სფეროს მიხედვით – თქვენთან იმუშავებს მასწავლებელი, რომელიც არა მხოლოდ ინგლისური ენის სწავლებაშია პროფესიონალი, არამედ კარგად აროს ჩახედული დარგში და ერკვევა ნიუანსებში;

დროის ეკონომია – საშუალება გექნებათ, იმეცადინოთ ნებისმიერ ადგილას, მთავარია ხელთ გქონდეთ კომპიუტერი ან ლეპტოპი.

დასკვნის სახით:

  • Liveteacher.ge-ის პროფესიული ინგლისური ენის კურსები გამიზნულია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისთვის;

  • კურსი ეფუძნება რეალურ სამუშაო სიტუაციებს და გაძლევთ საქმიანი ინგლისური ენის ცოდნას პარტნიორებთან, კოლეგებთან, კლიენტებთან კომუნიკაციისთვის;

  • საქმიანი ინგლისურის კურსის გავლის შემდეგ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, შეასრულოთ რეალური სამსახურებრივი ამოცანები, შეადგინოთ დოკუმენტები ინგლისურ ენაზე, წაიკითხოთ სპეციალიზირებულ ტექსტები და თემატური სტატიები თქვენი პროფესიული სფეროს შესახებ, მიიღოთ მონაწილეობა დისკუსიებში და ა.შ.;

  • კურსის გასავლელად უნდა გქონდეთ  ინგლისური ენის ცდნის დონე Pre-Intermediate ან Elementary მაინც;

  • გაკვეთილები ტარდება ონლაინ, ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს როგორც პედაგოგთან კომუნიკაციას, ისე სავარჯიშოებს, რომლებიც შეძენილი ცოდნის გასამყარებლად არის საჭირო;

  • კურსის მიმდინარეობისას აქცენტი კეთდება ინგლისურ ენაზე დარგობრივი ლექსიკისა და სპეციფიკური ტერმინოლოგიის ათვისებაზე, რომელიც განსაზღვრულია სტუდენტის ინტერესის საგნით – ეს შეიძლება იყოს ბიზნესი, ეკონომიკა, მედიცინა, ტურიზმი და ა.შ..

გაიცანი ჩვენი მასწავლებლები

მასწავლებელი

ლიზა

მე ვარ ლიზა. მაქვს ხუთწლიანი გამოცდილება ინგლისურის სწავლების. დამთავრებული მაქვს ინგლისური ფილოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში…

ტოეფელის და იელტსის პედაგოგი
სოფიო

მე ვარ სოფი!მაქვს 10+წლიანი გამოცდილება სხვადასხვა დონის ბავშვებსა და მოზარდებთან.ვსპეციალიზდები IELTS/Cambridge–ის მოსამზადებელი კურსებში…

espanuris maswavlebeli
ნინო

მე ვარ ნინო–ესპანური ენის მასწავლებელი.ესპანური ენით დაინტერესებული ვიყავი ადრეული ასაკიდან, რადგან ჩემი ინსპირაციის წყარო იყო ესპანური კულტურა…