გამოყენების პირობები

ხელშეკრულების პირობები მომხმარებელთან

დოკუმენტი წარმოადგენს საიტის: liveteacher.ge განთავსებული მომსახურების პირობების განუყოფელ ნაწილს და აღნიშნული მომსახურების პირობებთან ერთად წარმოადგენს ერთიან შეთანხმებას შპს,,ლაივთიჩერსა“ და  მომხმარებელს შორის. შემდეგი ხელშეკრულებით,  მომხმარებელი (თქვენ) დებთ ხელშეკრულებას კომპანიასთან  საიტით სარგებლობის შესახებ.

ხელშერკულების საგანი:

შპს ლაივთიჩერი ვალდებულია:

ა)მიაწოდოს მომხმარებელს  დეტალური ინფორმაცია კურსებისა და სწავლის მეთოდების შესახებ.

ბ) დააკავშიროს მომხმარებელი სასურველ მასწავლებელს და უზრუნველყოს ენის ხარისხიანი შესწავლა

გ)უზრუნველყოს გაკვეთილის დაწყება დაჯავშნილ დროსა და თარიღზე

დ) გადასცეს მომხმარებელს ყველა საჭირო სასწავლო მასალა

ე)გააკონტროლოს სწავლის ხარისხი

ვ)კურსდამთავრებულს გადასცეს ენის დამატასტურებელი სერტიფიკატი   

მომხმარებელი ვალდებულია:

1.სარეგისტრაციო ველში მიუთითოს მხოლოდ პირადი მონაცემები მომხმარებელი პასუხისმგებელია მესამე პირებისგან თავისი პირადი მონაცემების (ლოგინი და პაროლი) დაცვაზე. თავად კომპანია არ გასცემს მსგავს მონაცემებს მესამე პირებზე, შესაბამისად ნებისმიერი მოქმედება, რომელიც განხორციელებულია მომხმარებლის პროფილზე ითვლება ამ მომხმარებლის მიერ ჩადენილ მოქმედებად.

3.უფლებების,ინტერესების ან ნებსიმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ უნდა აცნობოთ ამის შესახებ ადმინსიტრაციას ტელეფონის, მესიჯის ან იმელის სახით.

4..საიტი გამოიყენოს მხოლოდ იმ მიზნებისათვის, რომელიც ნებადართულია აღნიშნული წესებით, საქართველოს კანონმდებლობითა და საჯაროდ აღიარებული პრაქტიკის საფუძველზე.

5.არ მოიმოქმედოს არაფერი, რაც ეწინააღმდეგება ან ხელს უშლის საიტის მუშაობას.

6. მის მიერ საიტის გამოყენება არ ზღუდავს მესამე პირის ქონებრივ ან პირად არაქონებრივ უფლებებს, ასევე სხვა ნებისმიერ უფლებებს, რომელიც გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.

გადახდის პირობები

  1. კურსის შეძენა შესაძლებელია ელექტრონული გადახდის სისტემით, გადახდები ხორციელდება Visa/Mc ბარათებით. ამასთან ონლაინ გადახდისა და პირადი ინფორმაციის დაცვა უზრუნველყოფილია SSL პროტოკოლის გამოყენებით.
  2. კურსების Visa/Mc ბარათებით შეძენის შეთხვევაში, ბარათის მონაცემები ინახება თბს ბანკის დაცულ გვერდზე.
  3. საიტზე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს ინდივიდუალური ან ჯგუფური მეცადინეობა კურსის შესაბამისად.
  1. კურსის არჩევის შემდგომ გადახდა უნდა განხორციელდეს სწავლის დაწყებამდე არაუგვიანეს 24 საათით ადრე.

თანხის უკან დაბრუნების პოლიტიკა

  1. შეძენილი სერვისის გაუქმების პირობები: თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ სერვისის გაუქმება შეძენიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში არაუგვიანეს 24 საათით ადრე სწავლის დაწყებამდე.
  2. თანხის უკან დაბრუნების პირობები:თანხის უკან დაბრუნება მოხდება 3 სამუშაო დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დააკმაყოფილებთ სერვისის გაუქმების დასაბუთებულ მიზეზს.

კონფიდენციაურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს შპს „ლაივთიჩერ“-ს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემთა დამუშავების წესს, მიზნებსა და შენახვის პირობებს. მიზნად ისახავს თითოეული მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას და მათი პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ეს დოკუმენტი განმარტავს, რა ინფორმაცია მოგვეწოდება თქვენგან ან შეიძლება მოგვეწოდოს. მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასახავს იმას, თუ რა სახით და რა მიზნებისთვის ვიყენებთ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ

პირადი ინფორმაცია:

თქვენი პირადი ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ, დავამუშავოთ და საჭიროების შემთხვევაში მოვითხოვოთ, არის:

  • სახელი, გვარი;  
  • სქესი
  • ასაკი
  • მობილური ტელეფონის ნომერი;  
  • სკაიპი
  • ზუმი
  • სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწოდებთ რეგისტრაციისას, ელექტრონული ფოსტით, ონლაინ კონსულტაციისას, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით.

ვებ გვერდზე ვიზიტისას ჩვენს მიერ შეგროვებული ინფორმაცია შეიძლება იყოს შემდეგი:  

  • ვებ გვერდზე ვიზიტის ადგილი  
  • ვებ გვერდზე შემოსვლის დრო  
  • IP მისამართი  
  • ნებისმიერ შევსებულ ფორმაში თუ გამოკითხვაში მიღებული ინფორმაცია;
  • სხვა საკომუნიკაციო ინფორმაცია
დამუშავების და უსაფრთხოების ღონისძიებები

პირადი მონაცემები მუშავდება ავტომატიზებული ან არაავტომატიზებული აღჭურვილობით. მისი დამუშავების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხოლოდ იმ დროით, რაც აუცილებელია იმ სამუშაოს შესასრულებლად, რისთვისაც ხდება აღნიშნული მონაცემების შეგროვება. უზრუნველყოფილია კონკრეტულ უსაფრთხოების ზომებთან შესაბამისობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მონაცემთა დაკარგვა, უკანონო ან არასწორი გამოყენება და არაუფლებამოსილი დაშვება.პირად მონაცემთა დაცვა ხდება (Secure Sockets Layer– SSL) წოდებული უსაფრთხოების ტექნოლოგიის გამოყენებით.