5/5

ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდები

მასწავლებლები:

ტოეფელის და იელტსის პედაგოგი
სოფიო

კურსის აღწერა

ინლისური ენის საერთაშორისო საგამოცდო კურსი:
თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ საერთაშორისო გამოცდების ჩაბარება ჩვენ დაგეხმარებით შესაბამისი მოსამზადებელი კურსებით, რომელიც ითვალისწინებს ყველა საგამოცდო მოთხოვნას!FCE- ამ გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი განსაზღვრულია Upper Intermediate დონის მსმენელზე, რაც ევროპული სკოლების მიხედვით იგივეა რაც B2. FCE სერტიფიკატის მფლობელს თავისუფლად უნდა შეეძლოს არაადაპტირებული ლიტერატურის კითხვა, ინგლისურენოვანი ფილმების ნახვა, ინგლისელებთან საქმიანი და თავისუფალი ურთიერთობების დამყარება. ჩამოთვლილი სირთულეების გადალახვის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის
გარკვეულ უნივერსიტეტებში გზა ხსნილია. FCE გამოცდა 5 ნაწილისგან შედგება:
-კითხვა 1 სთ.
-წერა 1. 20 წთ.
-ენის გამოყენება (ლექსიკა, გრამატიკა) 45 წთ.
-სმენითი გამოცდა 45 წთ.
-სალაპარაკო 14 წთ.CAE-
საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით CAE შეესაბამება ევროპულ C1 დონეს. ამ ეტაპზე თავისუფლად უნდა ვიგულისხმოთ ენის უმაღალესი ხარისხით ფლობა, რაც გამოიხატება ყოველდღიურ სიტუაციებში, იქნება ეს ზეპირი თუ წერილობითი მიმართვები, პროფესიონალური საკითხების გადაწყვეტა და ა.შ. CAE სერტიფიკატს მთელი მსოფლიოს მაშტაბით მნიშვნელოვანი შეფასება ეძლევა ნებისმიერი კომპანიების და უნივერსიტეტების
მიერ. CAE სერთიფიკატის მისაღებად 4 ეტაპის გავლა გიხდებათ:
-სასაუბრო
-სმენითი
-საკითხავი
– წერითი
CPE ეს არის კემბრიჯის საგამოცდო სერიიდან ბოლო, ყველაზე რთული გამოცდა ინგლისურ ენაში. ევროპის საბჭოს თანახმად CPE სერთიფიკატი შეესაბამება C2 დონეს, მისი წარმატებულად ჩაბარების შემთხვევაში კი თქვენი ინგლისური ენის ცოდნა სრული და ძირფესვიანია. რა თქმა უნდა CPE სერთიფიკატს მსოფლიოს მაშტაბით უმაღლესი შეფასება ეძლევა, ნებისმიერი კომპანიებისა და უნივერსიტეტებისგან.ეროვნული გამოცდა: კურსი შექმნილია სპეციალურად მათთვის ვინც ემზადება ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. კურსის მეშვეობით თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ ინგლისური ენის ყველა უნარი დონის შესაბამისად: გრამატიკა, წერა, კითხვა, საუბარი, მოსმენა, ლექსიკა და სწორი ინტონაციური წარმოთქმა. საინტერესო და მხიარული გაკვეთილები, რომლებიც მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე მოგცემთ საშუალებას , რომ აითვისოთ ინგლისური სწრაფად. იმუშავებთ სპეციალურად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის შექმნილი სატესტო ნიმუშებით

თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ : გაკვეთილების რაოდენობა, მასწავლებელი და სწავლის დაწყების თარიღი და დრო.

თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ აირჩიოთ :
*ინდივიდუალური ან ჯგუფური ენის კურსი.
*გაკვეთილების რაოდენობა.
*მასწავლებელი.
*სწავლის დაწყების დრო და თარიღი.

დამატებითი ინფორმაცია

საფეხური

პერიოდი

saertashoriso gamocdebi
Product total
Options total
Grand total

სხვა კურსები