TOEFL (Test Of English as a Foreign Language)
– ეს არის ტესტი ინგლისურის, როგორც უცხო ენის, ცოდნის დონის შესაფასებლად არაინგლისურენოვანი კანდიდატებისთვის.
ტესტი აჩვენებს კანდიდატის უნარს, გამოიყენოს ინგლისური ენა აკადემიური მიმართულებით.
TOEFL სერტიფიკატი აუცილებელია სწავლის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებული შტატებში , კანადასა თუ სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე, სტიპენდიის პროგრამით სარგებლობისთვის, უცხოურ კომპანიაში მუშაობის დაწყებისთვის და ა.შ.;
ტოეფელის ტესტის მოკლე ისტორია
ტესტი შედგენილია ETS-ის (Educational Testing Service) მიერ, პრინსტონის უნივერსიტეტში (ნიუ-ჯერსი, აშშ).
პირველად გამოიყენეს 1964 წელს, უცხოეთში სწავლის მსურველი არაინგლისურენოვანი კანდიდატებისთვის, როგორც ინგლისური ენის დონის შეფასების ინსტრუმენტი;
შექმნის დღიდან TOEFL 20 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ჩაბარებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით;
დღესდღეობისთ ტესტის ჩაბარების ორი საშუალება არსებობს: ქაღალდის ვარიანტი (PBT – paper-based test) და ინტერნეტ-ვარიანტი (TOEFL online ან iBT – internet-based test).
როგორ მოვემზადოთ ტოეფელის ტესტისთვის
მას შემდეგ, რაც გაარკვიეთ თუ რა არის TOEFL, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ჩააბაროთ ეს ტესტი.
TOEFL-ს აქვს სპეციფიკური სტრუქტურა, თითოეული დავალებისთვის დროის მკაცრი ლიმიტები და ბევრი სხვა ნიუანსი, რომლებსაც ჩვენს მოსამზადებელ კურსებზე უფრო დეტალურად გაივლით.
ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით თქვენ შეძლებთ მომზადება ტოეფელის გამოცდისთვის ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
TOEFL ibt (internet-based test) ტარდება 4 სექციად შემდეგი თანმიმდევრობით:
კითხვა (READING)
მოიცავს ტექსტის 3-4 ფრაგმენტს, სადაც თოთოეული, დაახლოებით, 700-სიტყვიანია. ტოეფელის თემები უნდა გაიაროთ სწავლის პერიოდში. კანდიდატს მოეთხოვება, ესმოდეს ტექსტის რიტორიკა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და არგუმენტაცია. ყოველი ფრაგმენტის წაკითხვის შემდეგ კანდიდატმა უნდა უპასუხოს ტექსტიდან გამომდინარე კითხვებს.
აუდირება (LISTENING)
შედგება ორი ტიპის დავალებისგან: უნდა მოისმინოთ ლექცია ინგლისურ ენაზე და ლექტორსა და სტუდენტს შორის დიალოგი ინგლისურ ენაზე. კანდიდატს უნდა შეეძლოს, სწრაფი ლაპარაკიდან გამოარჩიოს ძირითადი დეტალები, ესმოდეს მთავარი აზრი და მოსაუბრის განწყობა სასაუბრო საგნის მიმართ;
ზეპირი მეტყველება (SPEAKING)
შედგება 6 დავალებისგან, მათ შორის ორი დავალება ეხება საკუთარი აზრის გადმოცემას მოცემული საგნის შესახებ და ოთხი დავალება – საუბარს იმაზე, რაც წაიკითხეთ ან მოისმინეთ. ზეპირი მეტყველების დავალებების შესრულებისას უნდა შეგეძლოთ იმპროვიზირება, საკუთარი აზრის მკაფიოდ გადმოცემა, დასკვნების გაკეთება; ამ დავალების შესრულებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროის ფაქტორს, ამიტომ უნდა ივარჯიშოთ თაიმ-მენეჯმენტში;
წერა (WRITING)
შედგება ორი დავალებისგან: წაკითხული/მოსმენილი ტექსტების მიხედვით ესეს დაწერა და თემის შესახებ საკუთარი პოზიციის არგუმენტებით გამყარება, დასკვნის გაკეთება. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი. უნდა აღინიშნოს, რომ ესსე ხშირად ყველაზე დიდი „წყალქვეშა ქვაა“ ჩაბარებისას, რადგან იგი უნდა დაიწეროს წესების დაცვით და არა თქვენი სურვილის მიხედვით. რა თქმა უნდა, არ გეზღუდებათ პირადი აზრის თავისუფლება, მაგრამ როცა იწერება აკადემიური ესე, აზრი უნდა გადმოსცეთ არგუმენტების მოშველიებით, შედარებებით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დაფიქსირებით.
TOEFL IBT ტესტირების შედეგები
ტოეფელის iBT ვერსია, ანუ როცა გამოცდა ინტერნეტით ბარდება, ფასდება 0-დან 120 ქულის ჩათვლით, ხოლო 4 უნარიდან თოთოეული – 0-დან 30 ქულით. ბევრ უმაღლეს სასწავლებელში საკმარისია 100 ქულის მიღება, რაც შეესაბამება ენის ცოდნას Advanced დონეზე.
TOEFL სერტიფიკატის მოქმედების ვადა ორი წელის. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენი სერტიფიკატი კომპანიის მონაცემთა ბაზიდან წაიშლება.
ტოეფელში მომზადება – ხშირად დასმული კითხვები:
შეიძლება თუ არა TOEFL-სთვის დამოუკიდებლად მომზადება ერთ თვეში?
ETS-ის საიტზე (გახსოვთ ალბათ, რომ ეს კომპანია 1964 წლიდან ატარებს ასეთ გამოცდებს) წაიკითხავთ, რომ ამ გამოცდისთვის დამოუკიდებლად მომზადების ოპტიმალური ვადა, თუკი ყოველდღიურად იმეცადინებთ, 8 კვირა ანუ 2 თვეა, მაგრამ გარკვეული ჩავარდნები მაინც გექნებათ.
თუკი TOEFL-ისთვის მასწავლებელთან მოემზადებით, შესაძლებელია, 30 დღე საკმარისი იყოს, თუმცა იმ პირობით, რომ თქვენი ცოდნის დონე არის მინიმუმ B2 (Upper Intermediate).
TOEFL-ის კურსები და პედაგოგთან მომზადება – ეს დამატებითი საშუალებაა, თქვენი ცოდნა არა მხოლოდ გაამდიდროთ, არამედ სისტემაში მოიყვანოთ; გაეცნოთ ქულების მინიჭების კრიტერიუმებს; მიიღოთ ტესტირებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
შეიძლება თუ არა TOEFL ტესტისთვის მომზადება ნულიდან?
თუკი უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში გსურთ სწავლის გაგრძელება და ინგლისურს ცოდნის დონე სასტარტო B1 (Low Intermediate) გაქვთ, ასეთ შემთხვევაში TOEFL ტესტისთვის მომზადება უნდა დაიწყოთ, მინიმუმ, 18 თვით ადრე.
ეს დრო საკმარისია, რომ ტოეფელის ტესტირება 90 და მეტი ქულით გაიაროთ. თავდაპირველად მეცადინეობის მთავარი მიზანი იქნება ინგლისურ ენაში თქვენი ცოდნის დონის ამაღლება Upper Intermediate-მდე, ხოლო ამის შემდეგ დაიწყება ტესტირების ფორმატის შესწავლა.
რითი იწყება მომზადება TOEFL-ის ტესტისთვის?
პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, თუ რა დრო გაქვთ მოსამზადებლად. ამის შემდეგ უკვე სწავლების გეგმა შედგება.
გახსოვდეთ, რომ TOEFL-ის ტესტის კითხვები მხოლოდ მეტყველებისა და წერის დონის გარკვევას არ ემსახურება. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ტესტირებისას დიდი მიშვნელობა ენიჭება კანდიდატის ერუდიციას, კრიტიკულ აზროვნებას და ინფორმაციის გადამუშავებისა და ანალიზის უბარს.
დღეს TOEFL მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტად აღარებული ტესტია, რომელსაც 130-ზე მეტ ქვეყანაში 80 ათასზე მეტი კოლეჯი და უმაღლესი სასწავლებელი ენდობა – მათ შორის, პრესტიჟული დაწესებულებებიც.
თუკი გადაწყვეტთ, ჩვენ მოგვანდოთ ტოეფელის გამოცდისთვის მომზადება, გარანტიას გაძლევთ, რომ:
გეყოლებათ მაღალკვალიფიციური პედაგოგები;
ფუნდამენტურად გაივლით TOEFL-ის ყველა სექციას;
სერიოზულად დაამუშავებთ ლექსიკურ მასალას;
ძირეულად შეისწავლით TOEFL-ის ტესტის სპეციფიკას.
liveteacher.ge შეგიქმნით ყველა პირობას, რათა წარმატებით ჩააბაროთ TOEFL-ის გამოცდა და ნებისმიერ ინგლისურენოვან ქვეყანაში თავი კომფორტულად იგრძნოთ.