Toefl კურსი – 10 საგამოცდო რჩევა

ტოეფელის კურსი

ნერვიულობთ როცა ფიქრობთ TOEFL ის გამოცდაზე? დაგამშვიდებთ და გეტყვით რომ თქვენ მარტო არ ხართ.
ჩვენ დაგეხმარებით მოემზადოთ ტოეფელის გამოცდისთვის და მოგცემთ რამდენიმე სასრგებლო რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ უფრო თავდაჯერებულად გახვიდეთ გამოცდაზე და მიაღწიოთ საუკეთესო შედეგს. სწორი გზით მომზადება და პროცესის გაცნობა მოგცემთ იმ სასურველ შედეგს რომელსაც ასე ელოდებით !
საკმაოდ კარგად ჟღერს, არა?
აი, როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება:


1. გაეცანით TOEFL ფორმატს

ქვეყნების უმეტესობა გთავაზობთ ინტერნეტზე დაფუძნებულ TOEFL-ს (iBT)გამოცდას, ხოლო რამდენიმე ქვეყანაში გაქვთ აგრეთვე შესაძლებლობა ქაღალდზე დაფუძნებულ ტესტის (PBT) ჩაბარების. გადაწყვიტეთ რომელ ტესტს ჩააბარებთ TOEFL კურსის დაწყებამდე. თქვენ არ შეგიძლიათ აირჩიოთ ქაღალდზე დაფუძნებული ტესტის ფორმატი, თუ თქვენი ქვეყანა გთავაზობთ მხოლოდ iBT-ს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები განიცდიან დიდ საგამოცდო სტრესს არის გაურკვევლობა. თავიდან აიცილეთ სტრესი გამოცდის დღეს ტესტის ფორმატის დეტალური შესწავლით. ETS-ს აქვს ძალიან მკაფიო სტანდარტები მათი ტესტის ფორმატის შესახებ. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „სტანდარტიზებულ“ ტესტს.

ინტერნეტზე დაფუძნებული ტესტის ფორმატი (IBT):

• კითხვა (30-40 კითხვა; დრო:54-72წუთი)
• აუდირება ‘’მოსმენა’’ (28-39 კითხვა; დრო:41-57 წუთი)
• მეტყველება (4 საკითხი; დრო:17 წუთი)
• წერა (2 თემა; დრო:50 წუთი)

ქაღალდზე დაფუძნეული ტესტის ფორმატი (PBT):
• აუდირება ‘’მოსმენა’’ (28 კითხვა; დრო:41 წუთი)
• კითხვა (30-40კითხვა; დრო:54 წუთი)
• წერილობითი ინგლისურის ტესტი (2 თემა; 50 წუთი)

დამატებითი ინფორმაცია ტესტის ფორმატთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოიძიოთ https://www.ets.org/toefl


2. შეისწავლეთ TOEFL-ის ქულების მოთხოვნები

TOEFL სავალდებულოა ნებისმიერი სტუდენტისთვის, რომლისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა და სურს აშშ-ში განათლების მიღება. ადამიანების უმეტესობა იღებს TOEFL-ს, კონკრეტული სასწავლო დაწესებისებულების ან პროგრამის გასავლელად. სანამ სწავლას დაიწყებთ, გაარკვიეთ რა მოთხოვნები აქვს თქვენს მიერ შერჩეულ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯს. გახსოვდეთ, რომ ქაღალდზე დაფუძნებული ტესტის (PBT) ქულები განსხვავდება iBT-ის ქულებისგან. შერჩეული ფაკულტეტების მიხედვით სექციების კრიტერიუმების მინიმალური მოთხვნებიც განხსვავდება. საშუალოდ 70+ ქულიდან იწყება სტუდენტის პროგრამაზე განხილვა. რა თქმა უნდა რაც უფრო მაღალია თქვენი ინგლისურის ქულა მით უფრო იმატებს თქვენი შანსიც.TOEFL-ის სერტიფიკატის ვადა მოქმედებს მხოლოდ ორი წლის განმავლობაში.


3. ისწავლეთ აკადემიური ინგლისური

TOEFL ამოწმებს თქვენს უნარსა და მზაობას წარმატებით შეისწავლოთ კურსი ინგლისურენოვან უნივერსიტეტსა ან კოლეჯში. ენის შესწავლისას თქვენ მოგიწევთ დარგობრივი სახელმძღვანელოების, ჟურნალებისა და კვლევითი სტატიების წაკითხვა. თქვენ არ დაგჭირდებათ რაიმე ძირითადი ინფორმაციის ცოდნა გარკვეული საგნების შესახებ, მაგრამ ეს დაგეხმარებათ პრეზენტაციებიდან აზრიდ გამოტანაში, რომელიც გამოიყენება აკადემიურ მასალაში. თქვენ ასევე უნდა უყუროთ თანამედროვე გადაცემებსა და ფილმებს. iBT არ ამოწმებს ცალკე გრამატიკას, როგორც ამას წინა TOEFL ტესტები აკეთებდა. თუმცა თქვენ მაინც მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ კარგად ფლობთ გრამატიკას საუბრისა და წერის განყოფილებებში. სასარგებლოა გაეცნოთ ძირითად აკადემიურ ლექსიკას. თუ გყავთ ინგლისურენოვანი მეგობარი ესაუბრეთ მას რაც შიძლება ხშირად.


4. შეარჩიეთ ტოეფელის მასწავლებელი

გამოცდილი ინგლისური ენის მასწავლებელი, რომელმაც ბევრი რამ იცის TOEFL-ის გამოცდის შესახებ, მოგცემთ სწორ და ზუსტ მიმართულებას.ბევრი კითხვა გაგიჩნდებათ, რომლებზეც სახელმძღვანელო ვერ გიპასუხებთ. იმედგაცრუებული სტუდენტები ხშირად ნებდებიან. მნიშვნელოვანია, რომ გყავდეთ ადამიანი, რომელიც გიპასუხებთ თქვენს ნებისმიერ შეკითხვაზე და გაგამხნევებთ, როცა მოტივაციას დაკარგავთ ან გადაიღლებით სწავლით.


5. გამოიყენეთ პრაქტიკული ტესტები

TOEFL-ისთვის მომზადების საუკეთესო გზა არის ტესტების კეთება. თუ TOEFL-ისთვის დამოუკიდებლად სწავლობთ, მოგიწევთ რამდენიმე ძირითადი რესურსის შეძენა ან მოძიება. იპოვეთ სახელმძღვანელო, რომელსაც აქვს სავარჯიშოები, ლექსიკა, სავარჯიშო ტესტები, მოსასმენი მასალები და განმარტებითი პასუხები. შეიძლება არ მოგინდეთ წიგნის სრულად დამუშავება. იმუშავეთ იმ სექციებზე, რომლებიც თქვენთვის ყველაზე რთულია. არ დაეყრდნოთ მხოლოდ ერთ წიგნს. შეიძლება გქონდეთ წიგნი, რომელიც ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ოფიციალური ტოეფელის ტესტი. მოძებნეთ უფასო ნიმუშები ინტერნეტში თქვენი სახელმძღვანელოს დასამატებლად. დარწმუნდით, რომ კითხვების ტიპები განახლებულია და ერგება თანამედროვე ტესტის ფორმატს.


6.მოსასმენი ჩანაწერები

TOEFL iBT-ის მოსასმენ ნაწილში დაგჭირდებათ ჩანაწერების უნარის გამომუშავება რაც გასაგებად უმთავრესია. სწავლისას აწარმოეთ ჩანაწერები წაკითხულისა და მოსასმენი სავარჯიშოების მთავარ იდეაზე, ასევე ძირითად დეტალებზე. გააკეთეთ ეს მთელი დღის განმავლობაში, როცა უსმენთ სიახლეებს, კითხულობთ ვებგვერდებს და უყურებთ ტელევიზორს. შექმენით თქვენი საკუთარი სიმბოლოები და შემოკლებული ვარიაციები ხშირად გამოყენებული სიტყვებისა და ფრაზებისთვის.


7. გაიუმჯობესეთ ბეჭვდითი უნარი

iBT ტესტის შემთხვევაში, თქვენ უნდა მონიშნოთ პასუხები კომპიუტერში და აკრიფოთ თქვენი ესსე/ინტეგრირებული ნაშრომი. თუ აკრეფისას რამდენიმე თითს იყენებთ მხოლოდ, TOEFL-ის ჩაბარებამდე იფიქრეთ ბეჭვდითი უნარების გაუმჯობესებაზე. დარწმუნდით, რომ QWERTY კლავიატურაზე აკრეფისას თავდაჯერებული ხართ. თუ არა, მოიძიეთ აკრეფის პრაქტიკული სავარჯიშოები ონლაინ. მაშინაც კი, თუ თქვენი ბეჭვდითი უნარი ძლიერია, სცადეთ პრაქტიკული ტესტების გაკეთება სხვა კომპიუტერებზე.


8.  დროის მენეჯმენტი

გამოცდის დროს ყურადღებით აკონტროლეთ დრო.  ყველაზე დიდი შეცდომა რაც გამოცდის ჩაბარების დროს სტუდენტმა შეიძლება დაუშვას არის გადამეტებულილი დროის ხარჯვა რთულ კითხვებზე. გამოცდამდე კარგად შეისწავლეთ ტესტის ფორმატი და მუდმივად ჩაირთეთ წამზომი დავლებების შესრულებისას. TOEFL ტესტის დაწერას დიდი დრო სჭირდება. თუ ქაღალდზე დაფუძნებულ ტესტს აბარებთ, დაახლოებით 2,5 საათი დაგჭირდებათ,ხოლო  iBT -ის შემთხვავაში 3 საათი. სტუდენტების უმრავლესობას შეუძლია დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ყურადღებით წერა, ამ დროის გასვლის შემდეგ კონცენტრირების დონე იკლებს. თუ სასწავლო სესიებს არ გაზრდით ერთ ან ორ საათამდე, თქვენი ტვინი ვერ იქნება მზად ოთხი სექციის ზედიზედ გასაკეთებლად. დაიწყეთ მოკლე სასწავლო გეგმით და იმუშავეთ მის გახანგრძლივებაზე. აუცილებელია, რომ ამ ტესტის დაწყებამდე კარგად გამოიძინოთ. გადაღლილ და გამოუძინებელ გონებაზე დაშვებული შეცდომების რაოდენობა იმატებს.

9. აუცილებლად მიირთვით ტესტის წინ

ოთხი საათი დიდი დროა საჭმლის გარეშე. თქვენ არ გექნებათ უფლება შეიტანოთ რაიმე საკვები ან სასმელი ტესტის ოთახში. ტესტის ჩატარებამდე მიირთვით ჯანსაღი საკვები. არ მიიღოთ დიდი რაოდენობით შაქარი, რათა ძალიან სწრაფად არ დაიღალოთ.დარწმუნდით, რომ მიიღეთ საკამირისი რაოდენობის წყალი და ცოტა რაოდენობის კოფეინი(რადგან საპირფარეშოში გასვლით დაკარგულ დროს ვეღარ აინაზღაურებთ)


10. ტესტის დღეს

დაგეგმეთ სატესტო ცენტრში გამოცდამე მინიმუმ 30 წუთით ადრე გამოცხადება.ყველა საჭირო ნივთის ქონის შემთხვევაში, თავს მშვიდად და მომზადებულად იგრძნობთ. როცა ნერვიულობთ, მეხსიერებაც არ მუშაობს. მნიშვნელოვანია, თან იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი იდენტიფიკაციისთვის და ნებისმიერი ქაღალდის დოკუმენტი, რომელსაც ETS გამოგიგზავნით მეილზე.

ზემოთ მოცემული რჩევები დაეხმარა ჩვენს უამრავ მოსწავლეს წარმატებით ჩაებარებინა გამოცდა და მიეღოთ უმაღლესი ქულები. გისურვებთ წარმატებას!

გაიცანი ჩვენი მასწავლებლები

მასწავლებელი

ლიზა

მე ვარ ლიზა. მაქვს ხუთწლიანი გამოცდილება ინგლისურის სწავლების. დამთავრებული მაქვს ინგლისური ფილოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში…

ტოეფელის და იელტსის პედაგოგი
სოფიო

მე ვარ სოფი!მაქვს 10+წლიანი გამოცდილება სხვადასხვა დონის ბავშვებსა და მოზარდებთან.ვსპეციალიზდები IELTS/Cambridge–ის მოსამზადებელი კურსებში…

espanuris maswavlebeli
ნინო

მე ვარ ნინო–ესპანური ენის მასწავლებელი.ესპანური ენით დაინტერესებული ვიყავი ადრეული ასაკიდან, რადგან ჩემი ინსპირაციის წყარო იყო ესპანური კულტურა…