IELTS (International English Language Testing System)
ეს არის ინგლისური ენის ტესტირების სართაშორისო სისტემა.
საეთაშორისო ტესტი IELTS შემუშავდა ინგლისური ენის ფლობის დონის გამოსარკვევად ინგლისურენოვან ქვეყნებში სწავლისა და მუშაობის ყველა მსურველისთვის. IELTS გამოცდას, კანდიდატის სხვადასხვა მიზნის გათვალისწინებით, ორი ფორმატი აქვს: აკადემიური მოდული IELTS Academic და ზოგადი მოდული IELTS General.
რატომ უნდა ჩააბაროთ IELTS ტესტი ?
დღეს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი IELTS აღიარებულია მსოფლიოს 140 ქვეყნის 10000-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ, რომელთა შორისაა უნივერსიტეტები, პროფესიული დაწესებულებები, იმიგრაციის სააგენტოები და სხვა სახელმწიფო უწყებები ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და ბევრი სხვა.
IELTS-ის გამოცდის კურატორები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ლიდერები ცოდნის შეფასების სფეროში: Cambridge English Language Assessment, IDP: IELTS Australia და The British Council.
ჩვენს ვებ გვერდზე შეძლებთ გაიაროთ IELTS ის გამოცდის მოსამზადებელი კურსები როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური მეცადინეობით.
IELTS გამოცდის უპირატესობები:
1. უნივერსალურობა
– სერტიფიკატს ძალა აქვს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სადაც აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
– გამოცდა შეიძლება ჩააბაროს ნებისმიერმა ადამიანმა. IELTS ტესტი ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნის ნებისმიერ დონეს
– ფორმატები ადაპტირებულია სხვადასხვა მიზანთან: ინგლისურ ენაზე ურთიერთობისთვის სამეცნიერო სფეროში (Academic Module) და ინგლისურ ენაზე ურთიერთობისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში (General Module);
2. საიმედოობა
– IELTS ტესტი ცოდნის შესამოწმებლად შემუშავებულია ინგლისური ენის სწავლების მსოფლიო ლიდერების მიერ: Cambridge English Language Assessment, The British Council და IDP: IELTS Australia. ამასთანავე, აიელტსის სერტიფიკატი წარმოადგენს ერთიანი საერთაშორისო ფორმატის დოკუმენტს;
– ყოველწლიურად ინგლისური ენის IELTS გამოცდის მასალები მზადდება მსოფლიოს საუკთესო ფილოლოგებისა და ლინგვისტების მიერ;
– IELTS გამოცდა ფასდება 9-ქულიან შკალაზე, რომელიც ამოწმებს ინგლისური ენის ცოდნის ნებისმიერ დონეს. 0 – ნიშნავს ენის სრულ არცოდნას და 9 – აჩვენებს, რომ ენას ფლობთ უმაღლეს დონეზე. IELTS გამოცდის შედეგები სანდოა მსოფლიოს 140 ქვეყანაში, 9000-ზე მეტი დაწესებულებისთვის;
3. პრაქტიკულობა
– IELTS გამოცდა აკმაყოფილებს კანდიდატის რამდენიმე მიზანს ერთდროულად: IELTS სერტიფიკატი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად, ასევე დასაქმებისა და იმიგრაციისთვის;
– IELTS სერტიფიკატი სარწმუნო დოკუმენტია უმაღლესი სასწავლებლებისთვის, დამსაქმებლებისთვის, საელჩოებისთვის ყველა ქვეყანაში, სადაც საჭიროა ინგლისურ ენაზე ურთიერთობა;
რა განსხვავებაა IELTS Academic და General შორის
Academic Module – ეს ფორმატი გულისხმობს, რომ კანდიდატი ემზადება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად ან სამუშაოს მისაღებად გარკვეულ პროფესიონალურ სფეროში, სადაც საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა. გამოცდის შედეგები აჩვენებს აკადემიური ინგლისური ენის ცოდნის დონეს და კანდიდატის უნარს, დაუბრკოლებლად იმუშაოს ინგლისურენოვან გარემოში;
General Training – გამოცდის ამ ფორმატს ირჩევენ ის კანდიდატები, რომლებიც გეგმავენ საშუალო განათლების მიღებას, სასწავლო პროგრამებზე ჩარიცხვას ან სამუშაო პარაქტიკის გავლას უცხოეთში. ამ ტესტის საშუალებით მოწმდება ენის ზოგადი ცოდნა და ინგლისური მეტყველების გაგების უნარი სხვადასხვა სიტუაციაში კომუნიკაციისთვის.
IELTS გამოცდის მოკლე ისტორია:
IELTS გამოცდის პირველი ვერსია შემუშავდა 1980 წელს, ბრიტანული საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის საგამოცდო საბჭოს მიერ. გამოცდას ჰქონდა 6 ვარიანტი – 5 ვარიანტი მეცნიერების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებით და ერთი, ზოგადი ვარიანტი, უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატებისთვის. მოწმდებოდა კითხვის, მოსმენის და მეტყველების უნარები. ტესტირების მსურველი თავიდანვე ბევრი იყო, თუმცა გამოცდის ჩატარების სიტემა დახვეწას მოითხოვდა.
1989 წელს ბრიტანეთის და კემბრიჯის საბჭოებს შეუერთდა ავსტრალია, თავისი საერთაშორისო პროგრამით, რომელიც ავსტრალიის კოლეჯების და უნივერსიტეტების განვითარებას ემსახურებოდა. გამოცდამ მიიღო სახელწოდება IELTS. სწორედ იმ პერიოდში შემუშავდა გამოცდის სტრუქტურაც, რომელიც მას შემდეგ მნიშვნელოვნად აღარ შეცვლილა: 4 მოდული (კითხვა, აუდირება, წერა, ზეპირი მეტყველება) 2 ვარიანტისთვის (ზოგადი და აკადემიური მომზადება). აკადემიურ გამოცდაში განსხვავებულია მოდულები Writing და Reading, რომლებიც კანდიდატის მიერ სამომავლო სწავლისთვის/მუშაობისთვის შერჩეულ დისციპლინებს ითვალისწინებს. 2005 წელს პირველად ჩატარდა IELTS ონლაინ ტესტი. 2015 წელს კი გააქტიურდა IELTS გამოცდის ახალი ვერსია IELTS Life Skills Test – ეს საგრძნობლად გამარტივებული ვარიანტია A1-B1 დონეებისთვის. ტესტი მიმდინარეობს 22 წუთის განმავლობაში და ფასდება მხოლოდ სმენისა და მეტყველების უნარები.
https://www.ielts.org/
IELTS გამოცდის სტრუქტურა:
IELTS გამოცდა 4 კომპონენტისგან შედგება, ესენია: აუდირება, კითხვა, წერა, მეტყველება.
მთლიანობაში გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 45 წუთი.
როგორც წესი, IELTS-ის ოთხივე ნაწილი ერთ დღეს ბარდება.
Listening (აუდირება)
- აუდირებას 30 წუთი ეთმობა. შედგება 4 სექციისგან. კანდიდატმა უნდა მოუსმინოს ოთხ აუდიოჩანაწერს და უპასუხოს გარკვეულ კითხვებს. ეს მოდული ამოწმებს ნათქვამიდან მთავარი აზრის გაგების, ფაქტობრივი ინფორმაციის შეკრების და მოსაუბრის მიზნის გარკვევის უნარებს;
Reading (კითხვა)
- ეს ნაწილი 60 წუთს გრძელდება და 40 საკითხისგან შედგება. კანდიდატის დავალებაა, წაკითხულიდან გამოიტანოს მთავარი აზრი, ჩასწვდეს მსჯელობის ლოგიკას, შეძლოს ავტორის მიზნის გაგება;
- აკადემიური გამოცდის Reading განსხვავებულია. IELTS Academic Reading test მოიცავს დიდი მოცულობის, არაადაპტირებულ, სხვადასხვა თემატიკის ტექსტებს წიგნებიდან, სამეცნიერი ჟურნალებიდან, გაზეთებიდან.
Writing (წერა)
- წერის ნაწილი შედგება ორი ბლოკისგან და გრძელდება 60 წუთს. აკადემიური და ზოგადი გამოცდისთის დავალებები ამ ნაწილშიც განსხვავებულია.
- IELTS Academic Writing – პირველ ნაწილში წარმოდგენილი ინფორმაცია კანდიდატმა უნდა გადმოსცეს საკუთარი სიტყვებით, განავრცოს თემა და გააკეთოს დასკვნა. მეორე ნაწილში უნდა დაწეროს ესე გარკვეულ თემაზე, გადმოსცეს საკუთარი მოსაზრება პრობლემის შესახებ და ა.შ.; ორივე ნაწილისთვის წერის სტილი ოფიციალურია.
- IELTS General – პირველ ნაწილში კანდიდატმა უნდა მოახერხოს მიღებული თემის შესახებ დამატებითი დეტალების გარკვევა. მეორე ნაწილში კანდიდატს მოეთხოვება ესეს დაწერა, თუმცა აქ უკვე თავისუფალი სტილია დაშვებული.
Speaking (ზეპირი მეტყველება)
- გამოცდის ბოლო ნაწილი წარმოადგენს ზეპირ ინტერვიუს, რომელმაც კანდიდატს უნდა შეუფასოს ინგლისურ ენაზე საუბრის და მოსაუბრის აზრის გაგების უნარები. გრძელდება 15 წუთს.
liveteacher.ge ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, გაიაროს უმაღლესი დონის მომზადება. სწავლების ეფექტურობას განაპირობებს ჩვენი მაღალკვალიფიციური პედაგოგების მიერ შემუშავებული სწავლება/სწავლის სხვადასხვა მეთოდი და სტრატეგია, როგორც წერითი, ისე კოგნიტური უნარების (აღქმა, გაგება, დამახსოვრება, მეტყველება, აზროვნება) გააქტიურებისთვის.
IELTS სერტიფიკატის მოქმედების ვადა, მიღების მომენტიდან, 2 წელია.