გამარჯობა. მე ვარ გურანდა. მაქვს ზოგადი ინგლისური ენის სწავლების 3 წლიანი გამოცდილება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ვმუშაობდი ბავშვებთან EVS მოხალისედ სლოვენიაში, კერძო რეპეტიტორად მასკატში, ომანში (ახლო აღმოსავლეთი), სასწავლო ცენტრში და რეპეტიტორად საქართველოში. 2020 წლიდან მოყოლებული უმეტესად ვასწავლი ონლაინ როგორც ბავშვებს და მოზარდებს, ასევე მოზრდილებსა და პროფესიონალებს. დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკისა და კომუნიკაციების მიმართულებით. ვარ TEFL( Teaching English as a Foreign Language) სერტიფიცირებული მასწავლებელი. თეორიული კურსი გავლილი მაქვს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში +საკლასო პრაქტიკით. მაქვს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი IELTS სერტიფიკატი C1 დონე (2021) ჩემთან გაკვეთილები არის დატვირთული და სახალისო, უმეტესად ინგლისურ ენაზე. გაკვეთილების მიზანია მოსწავლის კითხვის,მოსმენის, წერის და საუბრის უნარები განვითარება და საუბრის კომლექსის მოხსნა. გაკვეთილები იგეგმება თითოეული მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებით. სასწავლო პროცესში ვიყენებ როგორც წიგნებს, ასევე საინტერესო აუდიო და ვიდეო მასალას.
გურანდა
ვარ აქტიური, კომუნიკაბელური და პუნქტუალური ადამიანი. მიყვარს მოგზაურობა და ჯერჯერობით 28 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. იმედი მაქვს მომავალში მთლიან მსოფლიოს შემოვივლი.
ჩემ შესახებ
რა კურსებს ვასწავლი:
განრიგი
ორშაბათი | სამშაბათი | ოთხშაბათი | ხუთშაბათი | პარასკევი | შაბათი | კვირა |
---|---|---|---|---|---|---|
11.00-12.00 | ||||||
12.00-13.00 | ||||||
15.00-16.00 | 15.00-16.00 | 15.00-16.00 | ||||
16.00-17.00 | 16.00-17.00 | |||||
18.00 – 19.00 | 18.00-19.00 | |||||
19.00-20.00 | ||||||
20.00-21.00 | ||||||