ინგლისური ენის სწავლა ნულიდან – როგორ და როდის უნდა დავიწყოთ?

ინგლისის დროშა - liveteacher.ge

ყოველი ახალი უცხო ენის შესწავლა ადამიანის აზროვნების საზღვრებს აფართოებს – ასე ვთქვათ, დამატებითი თვალი და ყურია. ინგლისურს ენას  კი დღეს ხშირად უწოდებენ „შესაძლებლობების ენას“. ამიტომაც კითხვის დასმა – რატომ უნდა ვისწავლო ინგლისური? – ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს.

XXI საუკუნეში ინგლისური ენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენა გახდა. იგი დომინირებს ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში: მეცნიერება, განათლება, საინფორმაციო საშუალებები, ტექნოლოგიები, ხელოვნება, გართობა…

აქედან გამომდინარე კი, ბევრი მტკიცება ნამდვილად არ სჭირდება იმას, რომ  ამ ენის სწავლა სასარგებლოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ხოლო თუ თქვენ სერიოზული კარიერული ზრდა გაქვთ დასახული მიზნად, მაშინ თქვენთვის ინგლისური ენის სწავლა, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი არის.

მოკლედ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიწყოთ ინგლისური ენის სწავლა

უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, რომელებმაც თუნდაც მარტივი ინგლისური სიტყვები და გრამატიკის ელემენტარული წესებიც არ იციან, შეიძლება, ერთი შეხედვით, არ იყოს ადვილი ენის ნულიდან სწავლა. თითქოს, ერიდებათ კიდეც ისევ სტუდენტის როლში ყოფნა. თუმცა სწავლა არცერთ ასაკში არ არის დაგვიანებული. საქართველოს სტატისტიკას თუ გადავხედავთ,  ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს ინგლისურის სწავლას ან აღრმავებს სკოლაში მიღებულ ცოდნას 20, 40 და 60 წლის ასაკშიც კი. თანაც, არა მხოლოდ ელემენტარულ, სასაუბრო ინგლისურს სწავლობენ, არამედ საკმაოდ მაღალ საფეხურზეც გადადიან.

ასე რომ, თუ გსურთ რომ დაეუფლოთ ენას, არა აქვს მნიშვნელობა, რა ასაკში დაიწყებთ ენის შესაწავლას, რადგან ამ შემთხვევაში ყველა ასაკს თავისი უპირატესობები აქვს. აქ გაცილებით მნიშვნელოვანია თქვენი სურვილი და მონდომება. განათლების სურვილი კი, ნებისმიერ ასაკში, მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას იმსახურებს!

ინგლისურის სწავლების მეთოდებიდან რომელია უკეთესი დამწყებებისთვის?

ასეთი შეკითხვა ალბათ ბევრისგან გაგიგონიათ. თავდაპირველად საჭიროა, აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი სწავლების ფორმა. ესენია:

ინგლისური ენის ჯგუფში სწავლება;
ინგლისური ენის სწავლება ინდივიდუალურად პედაგოგთან;
ინგლისურის დამოუკიდებლად სწავლა;
ინგლისურის ონლაინ-კურსები.

აქედან თითოეულს აქვს თავის დადებითი და უარყოფითი მხარე. თუმცა პროფესიონალთა რეკომენდაციაა, რომ თუ თქვენ დამწყები ხართ, უმჯობესია პედაგოგთან მეცადინეობა – იქნება ეს ჯგუფში თუ ინდივიდუალურად. ენის სწავლის საწყის საფეხურზე თქვენ გჭირდებათ მენტორი, რომელიც: ორიენტირებული იქნება თქვენს უნარებზე; ეფექტურად აგიხსნით ენის არსს; დაგეხმარებათ, რომ მყარი საძირკველი ჩაუყაროთ თქვენს ცოდნას; ის იქნება თქვენი მოტივაციის წყარო და იმის გარანტია, რომ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე დაუყოვნებლივ მიიღებთ ამომწურავ პასუხს.ჩვენს ვებ გვერდზე გაქვთ საშუალება შეისწავლოთ ზოგადი და პროფესიული ინგლისური.

ინგლისური ენის პედაგოგი არის თქვენი თანამოსაუბრე, რომელიც:

ა) გეხმარებათ, რომ სწრაფად დაიწყოთ ინგლისურად საუბარი;

ბ) გეხმარებათ, რომ სწორად ისწავლოთ სიტყვების გამოთქმა;

გ) მარტივი ფრაზებით გიხსნით ენის გრამატიკას;

დ) მიმართულებას გაძლევთ, თუ როგორ განავითაროთ საუბრის გაგების უნარი.

ინგლისური ენის დისტანციური კურსი

ახლა კი ზოგადი რჩევები, თუ როგორ ვისწავლოთ ინგლისური ნულიდან?

მას შემდეგ, რაც სწავლების ფორმას შეარჩევთ – იქნება ეს ჯგუფური მეცადინეობა, ინდივიდუალური, დამოუკიდებლად სწავლა თუ ონლაინ-კურსები, ნებისმიერ შემთხვევაში, საკუთარ თავს დაუდეთ პირობა, რომ:

  1. უნდა იმეცადინოთ კვირაში 2-3-ჯერ მაინც, 40-60 წუთი; იდეალური ვარიანტი იქნება ყოველდღიური მეცადინეობა 20-30 წუთი;

  2. უნდა იმუშაოთ სამეტყველო უნარების განვითარებაზე, რათა თქვენი პასიური ლექსიკური მარაგი აქტიურ ლექსიკად გარდაიქმნას. მაგალითად, ხმამაღლა იკითხოთ ინტერნეტში ახალი ამბები ინგლისურ ენაზე;

  3. გაკვეთილზე ნასწავლი სიტყვები და გრამატიკული კონსტრუქციები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში – თუნდაც, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან საუბარში;

  4. ჩვევად უნდა აქციოთ ნასწავლი მასალის გამეორება.

ასე რომ, დაიწყეთ ინგლისურის სწავლა ნებისმიერ ასაკში.
პირველი ნაბიჯის გადადგმა კი გაცილებით გაგიადვილდებათ, თუკი დასახმარებლად პროფესიონალებს მიმართავთ.


ჩვენი კვალიფიციური პედაგოგები, ინდივიდუალური მიდგომით და ეფექტური, ინოვაციური მეთოდიკით, შეგიქმნიან სწავლების კომფორტულ პირობებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაეუფლოთ ენას და შემდეგ კი შეუფერხებლად ეკონტაქტოთ მსოფლიოს.  

გაიცანი ჩვენი მასწავლებლები

მასწავლებელი

ლიზა

მე ვარ ლიზა. მაქვს ხუთწლიანი გამოცდილება ინგლისურის სწავლების. დამთავრებული მაქვს ინგლისური ფილოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში…

ტოეფელის და იელტსის პედაგოგი
სოფიო

მე ვარ სოფი!მაქვს 10+წლიანი გამოცდილება სხვადასხვა დონის ბავშვებსა და მოზარდებთან.ვსპეციალიზდები IELTS/Cambridge–ის მოსამზადებელი კურსებში…

espanuris maswavlebeli
ნინო

მე ვარ ნინო–ესპანური ენის მასწავლებელი.ესპანური ენით დაინტერესებული ვიყავი ადრეული ასაკიდან, რადგან ჩემი ინსპირაციის წყარო იყო ესპანური კულტურა…