რა უპირატესობები აქვს და ვის სჭირდება ის?
ალბათ, ბევრი არგუმენტი მოგისმენიათ იმის შესახებ, რომ მასწავლებელთან ცოცხალი კომუნიკაცია უფრო ეფექტიანია, ვიდრე დისტანციური სწავლება. ამაში, რა თქმა უნდა, არის გარკვეული სიმართლე, მაგრამ ვირტუალური სწავლების ფორმატი სუსტი და ნაკლებეფექტიანი რომ ყოფილიყო, ის ასე ვერ განვითარდებოდა.
დღეს ონლაინ სწავლა განათლების ყველაზე ინოვაციური და აქტუალური ფორმატია. ინტერნეტში ინგლისური ენის სასწავლი პროგრამების მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, თუმცა ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ინგლისური ენის სწავკება ონლაინ კურსებზე, რადგან შეგიძლიათ ინდივიდუალურად, სწორედ ისეთი კურსი შეარჩიოთ, რომელიც კონკრეტულად თქვენს საჭიროებებზე იქნება მორგებული და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გვერდით გეყოლებათ თქვენს უნარებზე ორიენტირებული პროფესიონალი მასწავლებელი, რომელიც მაქსიმალურად გაგიმარტივებთ სწავლების პროცესს და ნებისმიერ კითხვაზე დაუყოვნებლივ გაგცემთ პასუხს.
ვის სჭირდება ინგლისური ენის ონლაინ სწავლა
ინგლისური ენის ონლაინ სწავლა განსაკუთრებით საჭირო და კომფორტულია მათთვის, ვისაც სურს, უმაღლეს სასწავლებელსა თუ სამსახურში ჩვეული გრაფიკი შეინარჩუნოს; ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო, სახლში ყოფნა უწევს; ვინც ქალაქგარეთ ცხოვრობს…
ონლაინ სწავლების უპირატესობები:
დროის ეკონომიკა და კომფორტი
როცა დატვირთული ყოველდღიური გრაფიკი გაქვთ – იქნება ეს სამსახური, ლექციები თუ საოჯახო საქმეები, რთულია დროის გამონახვა რეპეტიტორთან სიარულისთვის ან, თუნდაც ჯგუფურ მეცადინეობებზე დასასწრებად. რეპეტიტორი, ენის კურსები თუ სკოლა სულ რომ 20 ნაბიჯში იყოს თქვენი სახლიდან ან ოფისიდან, გზაში დრო მაინც დაგეხარჯებათ.
პედაგოგის შერჩევის საშუალება
ჩვენს ვებ გვერდზე შეგიძლიათ, შეარჩიოთ როგორც ქართველი, ისე უცხოელი პედაგოგი, მოუსმინოთ მის აქცენტს და გაეცნოთ მისი სწავლების მეთოდს. ასეთი არჩევანის შესაძლებლობა კიდევ უფრო საინტერესოა მათთვის, ვინც დაბაში ან სოფელში ცხოვრობს, სადაც რთული იქნება პროფესიონალი მენტორის მონახვა, რომელიც მოსწავლის გრაფიკის მოერგება. ინგლისური ენის ონლაინ გაკვეთილების დახმარებით კი თქვენი შესაძლებლობების გეოგრაფიაც საგრძნობლად ფართოვდება.
გონივრული ფასები
ზოგადად უცხო ენების შესწავლა ონლაინ გაცილებით ბიუჯეტური ვარიანტია, ვიდრე რეპეტიტორთან მეცადინეობა ან ზოგიერთ კურსზე დასწრება. ამასთან, ონლაინ კურსებზე მოქმედებს ლოიალობის პროგრამები და ხშირად გვაქს სხვადასხვა აქცია;
ინდივიდუალური მიდგომა
თქვენ გაქვთ საშუალება, აირჩიოთ ინგლისური ენის ონლაინ სწავლება ინდივიდუალურად პედაგოგთან;
თუ თქვენთვის ხელსაყრელი არ არის ჯგუფური მეცადინეობები, სადაც ანგარიში უნდა გაუწიოთ ჯგუფის სხვა წევრებს და ფიქრობთ, რომ დროს ტყუილად დაკარგავთ, არჩევანს გააკეთებთ ინდივიდუალურ გაკვეთილებზე, სადაც პედაგოგის მთელი ყურადღება მხოლოდ თქვენ დაგეთმობათ;
ინგლისური ენის ონლაინ სწავლება liveteacher.ge-ზე საშუალებას გაძლევთ:
- შეადგინოთ საკუთარი მოქნილი გრაფიკი;
- თავად შეარჩიოთ მასწავლებელი – უცხოელი ან ქართველი, რომელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას და, ასევე, მათ ვიდეოპრეზენტაციებს შემოთავაზებულ სწავლების მეთოდის შესახებ, ჩვენს საიტზე გაეცნობით;
- ისწავლოთ ინდივიდუალური მეთოდიკით – დისტანციური სწავლებისთვის ჩვენი პროფესიონალი მეთოდისტების, პროგრამისტებისა და მენეჯერების მიერ შემუშავებულია ეფექტიანი, ინოვაციური მეთოდიკა, სადაც გათვალისწინებულია ჩვენი სტუდენტების თხოვნები და რჩევები;
- უფასოდ მიიღოთ სასწავლო მასალა;
- გადაიხადოთ ყველაზე მარტივად და სწრაფად.
ჩვენთან დისტანციური გაკვეთილებით მოკლე დროში რეალურად მიაღწევთ იმ შედეგებს, რომლის მოლოდინიც გაქვთ. ამის გარანტია კი ჩვენი მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება და თქვენზე მორგებული ინდივიდუალური პროგრამებია.
ინგლისური ენის ონლაინ კურსის დაწყებამდე საშუალება გეძლევათ, უფასო, სატესტო გაკვეთილს დაესწროთ, რათა დარწმუნდეთ, გამოგადგებათ თუ არა შემოთავაზებული პროგრამა, შერჩეული ინგლისური ენის მასწავლებელი და მისი სწავლების მეთოდიკა. ამით თქვენ გაგიმარტივდებათ ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა და ამასთანავე, ზედმეტად არ დახარჯავთ დროსა და ფულს.
დისტანციური კურსები განკუთვნილია როგორც იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ინგლისურის შესწავლა ნულოვანი დონიდან, ასევე მათთვის, ვისაც აინტერესებს ზოგადი ინგლისურის (General English), ბიზნეს ინგლისურის (Business English) და პროფესიული ინგლისურის (English for Specific Purposes – ESP) შესწავლა ან ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდებისთვის მომზადება.
სწორედ ამ მიზნების შესაბამისად liveteacher.ge ინგლისური ენის 5 კურსს გთავაზობთ. ესენია:
- ზოგადი ინგლისური ენის კურსი
- საერთაშორისო გამოცდები
- პროფესიული კურსები
- IELTS კურსი (ielts.org)
- TOEFL კურსი
დასკვნის სახით
დღეს ინგლისური ენა, ჩინური ენის შემდეგ, მეორე ადგილზეა იმ ადამიანთა რიცხოვნობით, ვისთვისაც ის მშობლიური ენაა, ვისთვისაც ინგლისური მეორე სალაპარაკო ენაა და ვინც რაღაც დონეზე მაინც ფლობს მას.
ინგლისური ენა საერთაშორის ურთიერთობის ენაა და ეს არავისთვის არის სიახლე. თანამედროვე სამყაროში სწორედ ინგლისურია საერთაშორისო ბიზნესის, მეცნიერების, განათლების ენა. ამიტომაც ინგლისური ენის ცოდნა საკმაოდ კონკურენტუნარიანი უპირატესობაა სამუშაოს ძიების დროს.
ასე რომ, ნუ გადადებთ ინგლისურის სწავლის დაწყებას.
თუკი სწორად შეარჩევთ ინგლისური ენის ონლაინ კურსებს, თავად დარწმუნდებით, რომ თქვენ წინაშე მართლაც დიდი შესაძლებლობები გადაიშლება.