Duolingo ს ტესტი – 5 მიზეზი

ყველაფერი რაც უნდა იცოდე Duolingo გამოცდის შესახებ

თქვენ შესაძლოა უკვე იცით ინგლისური ენის შემსწავლელ აპლიკაციის დუოლინგოს შესახებ,მაგრამ იცოდით, რომ დუოლინგო ასევე გთავაზობთ ინგლისური ენის ტესტს, რომელსაც აღიარებს ათასობით კოლეჯი და უნივერსიტეტი მთელს მსოფლიოში?

ბევრი საერთაშორისო სტუდენტი განიხილავს საზღვარგარეთ კოლეჯსა ან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას. საერთაშორისო სტუდენტად მიღების მიზნით, კოლეჯებისა და უნივერსიტეტების უმეტესობამ შეიძლება მოითხოვოს მათი სტანდარტიზებული ტესტების ჩაბარება. ერთ-ერთი ასეთი გამოცდა არის დუოლინგოს ინგლისურის ტესტი რომელიც, გამოიყენება უნივერსიტეტების მიერ ინგლისური ენის ცოდნის დონის შესაფასებლად.


დუოლინგოს ინგლისური ენის ტესტი არის კომპიუტერიზებული ინგლისური ენის გამოცდა საერთაშორისო სტუდენტებისთვის. იგი ამოწმებს თქვენი კითხვის, წერის, ლაპარაკის და ინგლისურის მოსმენის უნარებს. ამ კომპიუტერთან ადაპტირებადი ტესტის კეთებისას, კითხვის სირთულე იზრდება ან მცირდება წინა კითხვებზე თქვენი პასუხების საფუძველზე. მისი სისწრაფის, სიმარტივისა და ხემისაწვდომობის გამო სხვა ინგლისური ენის  გამოცდებთან შედარებით, ის დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარუილი ხდება.

სასწავლო მიზნების გარდა დუოლინგოს ჩაბარება ასევე შესაძლებელია სამუშაო გამოცდილებისთვის, სამუშაო ტრენინგისთვისა და უბრალოდ ინგლისურის ცოდნის დონის დასამტკიცებლად.

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ჩააბაროთ დუოლინგოს ინგლისურის ტესტი?

  1. მოსახერხებელი
    დუოლინგოს ინგლისური გამოცდის ჩაბარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ თქვენ არ გჭირდებათ ტესტირების ცენტრში მისვლა. მისი ჩაბარება შესაძლებელია ნებისმიერი გამართული ინტერნეტისა და სათანადოდ მოწყობილი სივრცის პირობებეში.ამასთანავე, გამოცდაზე დარეგისტრირება შესაძლებელია თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ დროს.

  2. ხელმისაწვდომი ფასი
    ტესტის ღირებულება შეადგენს მხოლოდ 49 აშშ დოლარს. თქვენ შეგიძლიათ ჩააბაროთ რამდენიმე დუოლინგოს გამოცდა ერთი IELTS ან TOEFL გამოცდის ფასად.
    დამატებითი საფასურის გარეშე, Duolingo-ს შედეგები შეიძლება წარედგინოს თქვენს მიერ არჩეულ ყველა უნივერსიტეტს. ტოეფელის შედეგების გაგზავნა შეგიძლიათ მხოლოდ ოთხ კოლეჯში უფასოდ, ხოლო აიელთიესის ქულების გაგზავნა შეგიძლიათ მხოლოდ ხუთამდე უნივერსიტეტში.

  3. ტესტის ხანგრძლივობა
    დუოლინგოს ტესტი გრძელდება ჯამში ერთი საათი. იგი დაყოფილია ორ ნაწილად: ადაპტირებული ტესტირება და ვიდეო ინტერვიუ. ტესტის პირველი 5 წუთი არის გაცნობითი ხასიათის შესავალი, რომელიც გამოცდის მონაწილეებს სწრაფად აცნობს წესებსა და მოთხოვნებს. ადაპტური ტესტის ხანგრძლივობაა 45 წუთი, ხოლო დარჩენილი 10 წუთი ეთმობა ვიდეო ინტერვიუს.

  4. სწრაფი შედეგები
    ტესტის შედეგები მზადაა გამოცდის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში, რაც ერთრთი უპირატესობაა ამ გამოცდის.

  5. ადაპტირებულობა
    ადაპტური ტესტი არის სისტემა, რომელიც ცვლის კითხვებს, თქვენი წინა პასუხების საფუძველზე. სწორედ ეს ალგორითმი ხდის დუოლინგოს ტესტს უნიკალურს.თუ კითხვას სწორად უპასუხებთ, ტესტი ართულებს შემდეგ კითხვებს, სანამ შეცდომას არ დაუშვებთ. შემდეგ ალგორითმი ყურადღებას გაამახვილებს სირთულის დონეზე, რათა შეძლოთ თქვენი ნამდვილი ცოდნის გამომჟღავნება,ბევრად უფრო ნაკლებ დროში. არ არსებობს ორი ერთნაირი ტესტი დუოლინგოზე.


    საზღვარგარეთ სწავლისთვის ინგლისური ენის ყველა ტესტს შორის,დუოლინგო , სავარაუდოდ, საუკეთესოა თქვენი ყოველდღიური, ბუნებრივი ინგლისური ენის სრულყოფილად შესამოწმებლად.

    ჩვენ შევქმენით დუოლინგოს კურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოთ სწრაფი და სრულყოფილი ინფორმაცია ტესტის შესახებ. კურსის განმავლობაში თქვენ შეისწავლით ყველაზე მნიშვნელოვან რჩევებს, ხრიკებს და სტრატეგიებს, რომლებიც ტესტის დღეს მაღალი ქულების მოპოვებაშიდაგეხმარებათ.

გაიცანი ჩვენი მასწავლებლები

მასწავლებელი

ლიზა

მე ვარ ლიზა. მაქვს ხუთწლიანი გამოცდილება ინგლისურის სწავლების. დამთავრებული მაქვს ინგლისური ფილოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში…

ტოეფელის და იელტსის პედაგოგი
სოფიო

მე ვარ სოფი!მაქვს 10+წლიანი გამოცდილება სხვადასხვა დონის ბავშვებსა და მოზარდებთან.ვსპეციალიზდები IELTS/Cambridge–ის მოსამზადებელი კურსებში…

espanuris maswavlebeli
ნინო

მე ვარ ნინო–ესპანური ენის მასწავლებელი.ესპანური ენით დაინტერესებული ვიყავი ადრეული ასაკიდან, რადგან ჩემი ინსპირაციის წყარო იყო ესპანური კულტურა…