ჩინური ენის სწავლა ნულოვანი დონიდან

chinuris kursi

ჩინეთის უნიკალურობაზე საუბარი ჩინური ენით იწყება, რომელმაც შეიძლება, ერთი შეხედვით დაგაფრთხოთ, წაიკითხეთ სტატია და თავად გადაწყვიტეთ.

არის თუ არა ჩინური ენის სწავლა ისეთი რთული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს?

საინტერესო ფაქტები ჩინური ენის შესახებ:

1. ჩინური ენის ოფიციალური სახელწოდებაა 中国话(zhōngguóhuà). მას ასევე უწოდებენ 汉语(hànyǔ ან  ჰანეის ენას);

2. ჩინურს უამრავი დიალექტი აქვს, თუმცა დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულია (რადიოსა და ტელევიზიის დამსახურებით) პეკინური დიალექტი, რომელიც ჩინური სალიტერატურო ენის სტანდარტიზებული ვარიანტია – ფუთონგჰუა 普通话(pǔtōnghuà);

3. ფუთონგჰუა გავრცელებული ჩინეთის ცხოვრების ყველა სფეროში, განათლების ყველა საფეხურზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში – ტელევიზიაში, რადიოში, ინტერნეტში;

4. ჩინურ ენის დიალექტებს საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა საერთო იეროგლიფიკა – ჩინური იეროგლიფი სხვადასხვა დიალექტზე სხვადასხვანაირად წარმოითქმება, მაგრამ ერთნაირად იწერება.

5. ჩინურ ენას არ აქვს ასოები და, შესაბამისად, არ არსებობს ჩინური ანბანი. სიტყვა იწერება იეროგლიფებით – ერთი ან რამდენიმე იეროგლიფის საშუალებით;

6. წინა საუკუნეებში ჩინეთში განათლების მიღება მაღალი წრის უპირატესობად მიიჩნეოდა. ტრადიციული იეროგლიფების შესასწავლად მაშინ მრავალი წელი იყო საჭირო და ამისთვის დროის დახარჯვის უფლებას გლეხი თავის თავს ნამდვილად ვერ მისცემდა;

7. დროთა განმავლობაში ჩინური იეროგლიფები სულ უფროდა უფრო მარტივდებოდა და, შესაბამისად, განათლებული ადამიანების რიცხვიც იზრდებოდა;

8. ბოლოს იქამდეც მივიდა საქმე, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერის დენ სიაოპინის დამსახურებით, 1959 წელს ჩინეთში დაადგინეს 拼音(pīnyīn, ფინინი) – იეროგლიფების ფონეტიკური ტრანსკრიპცია. ჩინური ამბანის ლათინიზირებამ გაამარტივა უცხოელებისთვის ჩინური ენის შესწავლა;

9. ფინინის ტრანსკრიპცია დამწყებთათვის განკუთვნილ სახელმძღვანელოებში იწერება იეროგლიფის გვერდით [ოთხკუთხედ ბრჭყალებში], მაგალითად: „ქალი“ 女 [nǚ] იკითხება, როგორც „ნიუ“;

10. ჩინურ ენაში ძალიან მნიშვნელოვანია ტონები – ანუ ხმის სიმაღლე, როდესაც მარცვალს წარმოთქვამთ. ერთი და იგივე ხმოვანი 5 სხვადასხვა ტონით წარმოითქმის – а, ā,á,ǎ, à (ტონის გარეშე, მაღალი (უძრავი), მაღალი-აღმავალი, დაღმავალ-აღმავალი, დაბალი-დაღმავალი);


რითი გამოირჩევა ჩინური ენის სწავლა სხვა ენებისგან:

  • ერთსა და იმავე ბგერითი შემადგენლობის სიტყვებს სხვადასხვა ტონით წარმოთქმისას სხვადასხვა შინაარსი აქვს, ამიტომ ტონი სწორად უნდა წარმოთქვათ, რათა სიტყვის მნიშვნელობა ზუსტად გადმოსცეთ;
  • ბევრი იეროგლიფი საოცრად ჰგავს ერთმანეთს – ამ მსგავსების მიზეზია ის, რომ აბსოლუტურად ყველა იეროგლიფი შედგება გასაღებისგან; იეროგლიფის დამახსოვრებაში სწორედ გასაღები დაგეხმარებათ. სულ 200-მდე გასაღები არსებობს და მათი სწავლა მარტივია;
  • რამდენი იეროგლიფია ჩინურ ენაში, ამას ზუსტად ვერავინ გეტყვით. დადგენილია, რომ ყველაზე ხშირად გამოყენებული 1 000 იეროგლიფი ყოველდღიური სტატიებისა თუ სხვა პუბლიკაციების 90%-ს შეადგენს, 2 400 იეროგლიფი კი – 99%-ს. შესაბამისად, ყველა იეროგლიფის სწავლა ნამდვილად არ არის საჭირო;
  • ჩინური ენის გრამატიკა ელემენტარულია. ჩინურ ენაში არ არის ზმნის უღლება, სახელთა ბრუნება, მდედრობითი და მამრობითი სქესი;


რას უნდა მიაქციოთ ყურადღება როდესაც ჩინური ენის სწავლას იწყებთ:

წესი #1 – ჩინური ენის ძირითადი ერთეული არის მარცვალი. ყოველ მარცვალს შეესაბამება თითო იეროგლიფი;

წესი #2 – ჩინური სიტყვა შედგება ერთი (ხშრად), ორი ან სამი იეროგლიფისგან;

წესი #3 – ჩინური დამწერლობა მკაცრად ითხოვს სიტყვათა თანმიმდევრობის დაცვას. მაგალითად, თუ ქართულში: „მე შენ მიყვარხარ“ ან „მიყვარხარ მე შენ“ ერთსა და იმავე აზრს გამოხატავს, ჩინურად ასე არ არის;

წესი #4 – ჩინურ ენაში არ არსებობს პუნქტუაციის ნიშნები, ტირე, ბრჭყალები;

წესი #5 – ჩინური ტექსტი იწერება მარცხნიდან მარჯვნივ, ისევე როგორც
ქართულში;

არსებობს კომპიუტერის ჩინური კლავიატურა. ეს კლავიატურა ისეთივეა, როგორც ინგლისური, მხოლოდ უნდა შეიყვანოთ ფინინი და აირჩიოთ შესაბამისი იეროგლიფი.

ჩვენ კი მოხარულები ვიქნებით, ჩინური ენის სწავლა თქვენთვის სასიამოვნო პროცესად ვაქციოთ და ისევე შეგაყვაროთ ეს უნიკალური ენა, როგორც ჩვენ გვიყვარს. ჩვენთან ერთად თქვენ გაქვთ საშუალება აირჩიოთ ჩინური ენის კურსები, იქნება ეს ინდივიდუალური თუ ჯგუფური.

მოკლედ, ახლა მთავარია თქვენი მონდომება და სიბეჯითე.

გაიცანი ჩვენი მასწავლებლები

მასწავლებელი

ლიზა

მე ვარ ლიზა. მაქვს ხუთწლიანი გამოცდილება ინგლისურის სწავლების. დამთავრებული მაქვს ინგლისური ფილოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში…

ტოეფელის და იელტსის პედაგოგი
სოფიო

მე ვარ სოფი!მაქვს 10+წლიანი გამოცდილება სხვადასხვა დონის ბავშვებსა და მოზარდებთან.ვსპეციალიზდები IELTS/Cambridge–ის მოსამზადებელი კურსებში…

espanuris maswavlebeli
ნინო

მე ვარ ნინო–ესპანური ენის მასწავლებელი.ესპანური ენით დაინტერესებული ვიყავი ადრეული ასაკიდან, რადგან ჩემი ინსპირაციის წყარო იყო ესპანური კულტურა…