ინგლისური ენა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის

inglisuri bavshvebistvis

უცხო ენების ცენტრი liveteacher.ge ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს, რომლებიც საკომუნიკაციო მეთოდიკაზე დაფუძნებული გაკვეთილებით წარიმართება – ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ მოზარდისთვის საგაკვეთილო პროცესი ერთდროულად სასიამოვნო და  ნაყოფიერი იყოს.

უცხოური ენის სწავლებისთვის მხოლოდ აქტივობები და მეთოდიკა არ არის საკმარისი – ამ პროცესში დიდი როლს ასრულებს ინგლისური ენის მასწავლებელი. ჩვენი თითოეული პედაგოგი არა მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციით, არამედ პროფესიონალის განსაკუთრებული აზროვნებით გამოირჩევა, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რათა ინგლისური ენის შესწავლა ბავშვისთვის საინტერესო იყოს და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.

ინგლისური ენა ბავშვებისთვის / 6-10 წლის ასაკი


ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის გაცილებით მარტივია, ვიდრე ზრდასრულებისთვის. ბავშვს აქვს მოქნილი გონება და მისი მეტყველება თავისუფალია შტამპებისგან.

კურსი 6-10 წლის ბავშვებისთვის შედგენილია დაწყებითი სკოლის მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებების გათვალიწინებით.

სწავლა ბავშვებისთვის 7 წლის ასაკიდან ითვალისწინებს თამაშიდან ნელ-ნელა სწავლებაზე გადასვლას, თუმცა თამაშის როლი ჯერ ისევ წამყვანი რჩება.

8-9 წლის ბავშვებისთვის ანალოგიურად წარიმართება, თუმცა თამაშის პრიორიტეტი ნელ-ნელა მცირდება და შეგნებული-სტრუქტუირებული სწავლის როლი იზრდება.

კურსი ბავშვებისთვის შემუშავებულია იმგვარად, რომ ჩვენმა  პატარა სტუდენტებმა გადაღლა არ იგრძნონ. სწავლება მიმდინარეობს როლური თამაშებით, ინტერაქტიული კომუნიკაციით, მარტივი ინტერვიუებით, რაც დაძაბვის გარეშე ახდენს ბავშვის განვითარებას: თანდათანობით იწყებს თამამად მეტყველებას, წერისა და კითხვის უნარების გამომუშავებას.

ინგლისური ბავშვებისთვის არ ითვალისწინებს კლასიკურ შეფასებას – ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ, ბავშვის მთელ ყურადღება არა – სხვასთან გაჯიბრებაზე, არამედ მისივე პროგრესზე მიმართონ, რაც ხელს უწყობს ჩვენს პატარა მოწაფეებში თავდაჯერებულობის ამაღლებას.

ჩვენი მიზანია, ინგლისური ენის შესწავლა ბავშვმა ძალდატანების გარეშე შეძლოს და უცხო ენა მარტივად აითვისოს.

ინგლისური ენა მოზარდებისთვის / 11-17 წლის ასაკი


ინგლისური ენა მოზარდებისთვის – ეს კურსი საფუძვლიანად და თანმიმდევრულად განავითარებს ბავშვის ენობრივ შესაძლებლობებს. სწავლა ხორციელდება საკომუნიკაციო მეთოდიკით.  საკომუნიკაციო მეთოდიკაზე აგებული გაკვეთილი კი საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ბავშვი პირველივე მეცადინეობებიდან სრულად ჩაერთოს უცხოენოვან გარემოში და კომფორტულად გრძნობდეს თავს.

ჩვენი კვალიფიციური და ყურადღებიანი პედაგოგები, რომლებსაც ბავშვებთან ურთიერთობის დიდი ხნის გამოცდილება აქვთ, ინდივიდუალური მიდგომით ეხმარებიან პატარებს ყველა საჭირო ენობრივი უნარ-ჩვევის განვითარებაში, ხელს უწყობენ მოსწავლეთა მოტივირებას და თავდაჯერებულობის ამაღლებას.

პროგრამა ითვალისწინებს: აუდირების სწავლებას, დიალოგური და მონოლოგიური მეტყველების სწავლებას,  კითხვის და წერის სწავლებას. ჩვენი პედაგოგების მიერ ჩატარებული თითოეული გაკვეთილი მიზნად ისახავს კონკრეტულ შედეგებზე გასვლას – ბავშვი იწყებს თავდაჯერებულად საუბარს ინგლისურ ენაზე, გრამატიკის სწორად გამოყენებას, კითხვას და წერას გამართულად.

ჩვენი გუნდი ინგლისური ენის მოზარდების ჯგუფში განაწილებას ახდენს ასაკისა და ენის დონის მიხედვით, ეს უკანასკნელი განისაზღვრება უფასო ტესტირების შედეგად. ამით ბავშვისთვის ინგლისური ენის სწავლების პროცესში გარანტირებულია თანდათანობითი პროგრესი და კომფორტული ატმოსფერო.

ჩვენთან ბავშვებს არ დასჭირდებათ მშობლების დახმარება საშინაო დავალების შესრულებაში.

ინგლისური ენის სწავლაში ჩვენი პატარა სტუდენტების თანმიმდევრული პროგრესი მთლიანად ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება, მშობელს კი ნებისმიერ დროს შეეძლება, თვალი მიადევნოს შვილის წინსვლას.

თითოეული დონის დასრულების შემდეგ იწერება შემაჯამებელი ტესტი.

ჩვენთან მომუშავე სპეციალისტები ტესტირების შედეგების მიხედვით განსაზღვრავენ თქვენი შვილის ინგლისური ენის ცოდნას, უცხოური ენების ფლობის საერთო ევროპული ჩარჩოს მიერ დადგენილ დონეებთან შესაბამისობაში: A1, A2, B1, B2, C1

სად ვისწავლოთ ინგლისური ენა

დღეს არსებობს უამრავი უცხო ენების შემსავლელი ონლაინ კურსი და ასევე სასწავლებლები, რომლებიც ინგლისური ენის სწავლა გთავაზობენ. როგორ შევარჩიოთ ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის. თუმცა ჩვენ შევეცდებით, არჩევანის გაკეთებაში დაგეხმაროთ და რამდენიმე საგულისხმო რჩევა მოგცეთ:

  • სანამ სასწავლო დაწესებულებას შეარჩევთ, პირველ რიგში, გაარკვიეთ, აქვს თუ არა უცხო ენების ცენტრს ლიცენზია საგანმანათლებლო მომსახურების გაწევაზე;

  • მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია დაწესებულების ავტორიტეტი – შეამოწმეთ და წაიკითხეთ გამოხმაურებები ენების ცენტრის შესახებ;

  • დაინტერესდით, რა გამოარჩევს კონკრეტულ დაწესებულებას სხვა ენის კურსებისგან: – აქვთ თუ არა საკუთარი საავტორო მეთოდკა, მისდევენ თუ არა წამყვან მსოფლიო ტენდენციებს ენის სწავლებაში, იყენებენ თუ არა უახლეს სასწავლო რესურსებს;

  • დაინტესდით, ჰყავთ თუ არა ინგლისური ენის მასწავლებელი, რომლისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა;

  • მოძებნეთ ინგლისური ენის კურსები, რომელიც კონკრეტულად თქვნს შვილს სჭირდება: იქნება ეს ინგლისურად მეტყველება და წერა-კითხვის უნარების ამაღლება თუ უმაღლეს სასწავლებელის ან ენის საერთაშორისო გამოცდისთვის მომზადება;

  • გაიკითხეთ, შესაძლებელია თუ არა ცენტრში ინგლისური ენის შესწავლა ინდივიდუალურად;

  • თუკი ჯგუფური მეცადინეობები გსურთ, ყურადღება მიაქციეთ სამეცადინო ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობას: ოპტიმალური ვარიანტია, როცა ჯგუფში, მაქსიმუმ, 15 მოსწავლეა.

ანდეთ თქვენი პატარას განათლება Liveteacher.ge -ის გუნდს, თქვენი შვილის წარმატება -ჩვენი პრესტიჟია.

გაიცანი ჩვენი მასწავლებლები

მასწავლებელი

ლიზა

მე ვარ ლიზა. მაქვს ხუთწლიანი გამოცდილება ინგლისურის სწავლების. დამთავრებული მაქვს ინგლისური ფილოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში…

ტოეფელის და იელტსის პედაგოგი
სოფიო

მე ვარ სოფი!მაქვს 10+წლიანი გამოცდილება სხვადასხვა დონის ბავშვებსა და მოზარდებთან.ვსპეციალიზდები IELTS/Cambridge–ის მოსამზადებელი კურსებში…

espanuris maswavlebeli
ნინო

მე ვარ ნინო–ესპანური ენის მასწავლებელი.ესპანური ენით დაინტერესებული ვიყავი ადრეული ასაკიდან, რადგან ჩემი ინსპირაციის წყარო იყო ესპანური კულტურა…